ბამბუკის დათვი პანდა ჩინეთის ტყეებში ბინადროს. ჩინელები მას "ბეიშუნს" ეძახიან, რაც "თეთრ დათვს" ნიშნავს, თუმცა, ყველა გიგანტური პანდა შავ-თეთრი შეფერილობისაა. სქელი ბეწვი წყალგაუმტარია, ის დათვს სიცივისა და სინესტისგან იცავს. დიდი ხნის განმავლობაში ადამიანი ნადირობდა პანდაზე მისი ლამაზი ბეწვის გამო, რომელიც, ასევე, გადმოცემის თანახმად, მაგიური ძალით გამოირჩეოდა და ბოროტი სულებისგან დამცავ საშუალებას წარმოადგენდა.