Thursday, December 1, 2016

ინფორმაცია პანდაზე

ბამბუკის დათვი პანდა ჩინეთის ტყეებში ბინადროს. ჩინელები მას "ბეიშუნს" ეძახიან, რაც "თეთრ დათვს" ნიშნავს, თუმცა, ყველა გიგანტური პანდა შავ-თეთრი შეფერილობისაა. სქელი ბეწვი წყალგაუმტარია, ის დათვს სიცივისა და სინესტისგან იცავს. დიდი ხნის განმავლობაში ადამიანი ნადირობდა პანდაზე მისი ლამაზი ბეწვის გამო, რომელიც, ასევე, გადმოცემის თანახმად, მაგიური ძალით გამოირჩეოდა და ბოროტი სულებისგან დამცავ საშუალებას წარმოადგენდა.
ამიტომაც, დღეს, პანდა ძალიან იშვიათი ცხოველია. იგი ბინადრობს მხოლოდ იმ მცირემასშტაბიან ტერიტორიებზე, სადაც ბამბუკის ტყეები არის. ველურ ბუნებაში მხოლოდ 500-მდე პანდაა შემორჩენილი, ამიტომაც, ჩინელებმა, მათ დასაცავად, სპეციალური ნაკრძალები შექმნეს. მთელი მსოფლიოს ზოოპარკებში 100-მდე გიგანტური პანდა თუ იქნება. პანდები დიდი რაოდენობით ბამბუკს მიირთმევენ - დღეში 20 კგ-მდე. ჭამაში ისინი დღე-ღამეში 15 საათს ატარებენ, ამიტომაც არ არის გასაკვირი, რომ ეს დათვი მჯდომარე ჭამს. გიგანტური პანდები მორიდებული ცხოველები არიან და ხშირად ეულად დადიან. დროის უმეტეს ნაწილს ისინი მიწაზე ატარებენ, თუმცა, თუ რამე შეაშინებთ, სწრაფადვე აძვრებიან ხეზე და ხშირ ფოთლებში იმალებიან.პანდას ახალშობილი ბელები პატარები, უბეწვოები და უსუსურნი არიან. სიდიდით ისინი შოკოლადის ფილას არ აღემატებიან! თუმცა, ისე მალე იზრდებიან, რომ რვა კვირაში მათი წონა 2 კგ-ს აღწევს. ადამიანიც რომ ასე სწრაფად იზრდებოდეს, ახალშობილი ბავშვი რვა კვირაში ზრდასრულის წონას მიაღწევდამცირე (წითელი) პანდები გიგანტურ პანდებს არ ენათესავებიან. ისინი ჩინეთისა და ნეპალის ტყეებში ბინადრობენ და დღის უმეტეს ნაწილს ძილში ატარებენ. ღამღამობით კი ბამბუკსა და პატარა ცხოველებს მიირთმევენ. 

No comments:

Post a Comment